ფეხბურთი

0:07 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ ქულებს კვლავ კარგავს, „ლილი“ ისევ წაუგებელია

ლიგა ერთის მე-3 ტურში მოგების შემდეგ, „მონაკომ“ ქულები კვლავ დაკარგა. ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან ლეონარდუ ჟარდიმის გუნდს ლიდერი, რადამელ ფალკაო არ ჰყავდა. კოლუმბიელი ვარსკვლავი „ლილთან“ მატჩის განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფალკაო სათადარიგოთა შორისაც არ იყო და ის თამაშს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ 28 წლის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

მონაკოში გამართული თამაშის პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მე-18 წუთზე, „ლილის“ ფეხბურთელებმა დაცვიდან ბურთი კარგად ამოიტანეს და შეტევა გოლით ნოლან რუმ დააგვირგვინა.

„მონაკოს“ ქულა დიმიტარ ბერბატოვმა მოუტანა. ბულგარელმა, 61-ე წუთზე, იანიკ ფერეირას ფლანგურ გარღვევას ცარიელ კარში დარტყმა მოაყოლა.

 

მონაკო-ლილი 1:1 (0:1)

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო (დირარი 76), რაგი, კარვალიო, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია (ოკამპოსი 87), ფერეირა, ჟერმენი (მარტიალი 46), ბერბატოვი.

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, კორშია, კიაერი, როზენალი, სუარე, მავუბა, დელაპლასი, ლოპესი (ბალმონი 77), გეიე, რუ, მენდესი (როდელინი 66).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლები: 0:1 რუ (18), 1:1 ბერბატოვი (61).

გაფრთხილებები: რაგი 59 - ენიეამა 40, რუ 42, სუარე 53.

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (3)-4 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 12-18.

 

კანი-რენი 0:1 (0:0)

ლე მანი, “MM არენა

კანი (4-1-2-3): ვერკუტრი, კალვე, და სილვა, პიერი, აპია, ადეოტი, ფერე, კანტი, ნანგისი, კოიტა (რასპენტინო 65), ბაზილე (ლემარი 78).

მწვრთნელი: პატრის გარანდი.

რენი (4-3-3): კოსტილი, დანზე, მექსე, არმანი, მ’ბენგი, პაჟო (პრჩიჩი 59), დუკურე, ფერნანდესი, გროსიცკი (პედრო 60), ტოივონენი, ნ’ტეპი (ჰოზინერი 79).

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

გოლი: 0:1 ტოივონენი (88, პენ).

გაფრთხილებები: კანტი 16 - პაჟო 33, არმანი 74.

გაძევება: კანტი 29.

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 15 (6)-9 (1), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-6, ჯარიმა: 7-20.

 

ლანსი-რეიმსი 4:2 (1:1)

ამიენი, “ლიკორნი

ლანსი (4-3-3): რიუ, კანტარი, ლანდრი, ბაალი, კავარი, ლემუანი, ვალდივია, ნომენიანაჰარი (შავარია 26), ტუზგარი, კულიბალი (ნ’დიაიე 89), სიპრიენი (ელ ჟადაეუი 73).

მწვრთნელი: ანტუან კომბუარე.

რეიმსი (4-1-3-2): პლასიდე, ტაკალფრედი, კონტე, მანდი, სინიორინო, დევო, მუკანჯო, ონიანჟი, დიეგო (კა 28), შაბრონიე (კურტე 69), დე პრევილი (ფორტე 58).

მწვრთნელი: ჟან ვასო.

გოლები: 0:1 მანდი (7), 1:1 სიპრიენი (45), 2:1 შავარია (47), 3:1 ტუზგარი (61, პენ), 3:2 კურტე (80), 4:2 კულიბალი (87, პენ).

გაფრთხილებები: სიპრიენი 25, შავარია 82 - დიეგო 18, სინიორინო 61.

გაძევება: ონიანჟი 24.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13 (6)-9 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-2, ჯარიმა: 12-14.

 

ლორიანი-გენგამი 4:0 (0:0)

ლორიანი, “მუსტუა

ლორიანი (4-4-2): ლეკომტი, გასამა, კონე, ეკუელ მანგა, გერეირო, სუნუ, აბდულა, კუტადო, პელე (ლავინი 70), ჟანო (ტრაორე 76), ჯ. აიუ (მესლუბი 85).

მწვრთნელი: სილვენ რიპოლი.

გენგამი (4-4-2): სამასა, ბაკა, კერბრა, სორბონი, ლემეტრი, მატისი, დიალო, ბოვუ (მანდანი 69), ჟირესი (დუნიამა 64), იატაბარე, მარვო (შვარტცი 85).

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.

გოლები: 1:0 ჟანო (59), 2:0 ლავინი (81), 3:0 ჯ. აიუ (83), 4:0 ლავინი (90).

გაფრთხილებები: ჯ. აიუ 33, აბდულა 60 - კერბრა 65.

მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11 (7)-8 (3), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 6-10.

 

ნანტი-მონპელიე 1:0 (0:0)

ნანტი, “ბოჟუარი

ნანტი (4-2-3-1): დუპე, ალჰადური, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, ჰანსენი, ვერეტო, ბედოია (დო 81), შეხტერი (გაკპე 69), ბესა (ბანგურა 64), ბამუ.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

მონპელიე (4-3-3): ჟურდრენი, დეპლანი, ილტონი, ელ კაუტარი, ტიენე (ბერიგო 74), სანსონი, საიჰი (კონგრი 64), მარტინი, ლასნე, ბარიოსი, მუნიე (კამარა 81).

მწვრთნელი: როლან კურბისი.

გოლი: 1:0 გაკპე (79).

გაფრთხილებები: ჰანსენი 1, გაკპე 77.

მსაჯი: ფრანკ შნეიდერი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (5)-7 (0), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-4, ჯარიმა: 19-6.

 

ტულუზა-ევიანი 1:0 (0:0)

ტულუზა, “მუნისიპალი

ტულუზა (3-2-3-2): ბუშე, იაგო, გრიგორი, მუბანჯე, რეგატინი (სირეიქსი 89), ტრეხო, ნინკოვი (აკპა აკპრო 67), აგილარი, სილა, ბრეითუაითი (პეშიჩი 51), ბენ იედერი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

ევიანი (4-4-2): ჰანსენი, აბდალა, ანგულა, მენსა, საბალი, ვასი, კონე, სორლინი, ნსიკულუ (ბენეზე 71), ნილსენი (ბრუნო 70), კამუსი (ბარბოსა 79).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

გოლი: 1:0 რეგატინი (78).

გაფრთხილებები: გრიგორი 44 - ანგულა 16, ნილსენი 35, კამუსი 37.

გაძევება: ანგულა 82.

მსაჯი: ბენუა მილო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 10 (5)-8 (2), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 6-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-19.

0.119015