იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების და "ჯენოას" მეკარე მატუა პერინი "მონაკოს" ინტერესის სფეროში მოექცა.
უკვე ცნობილია, რომ ვიქტორ ვალდესი მომდევნო სეზონში "მონაკოს" ღირსებას დაიცავს, თუმცა ხელმძღვანელობას ესპანელის ტრავმა აშინებს და კიდევ ერთი მეკარის დამატება სურს.
იტალიური კლუბი კი მზადაა ეროვნული ნაკრების მეკარეს 18 მილიონ ევროდ შეელიოს. გასულ სეზონში 21 წლის პერინიმ "ჯენოას" მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და 11 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოასწრო.
გიორგი ბალახაძე