ფეხბურთი

12:06 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” კაილ უოკერზე გადაერთო

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მონაკო” ლონდონის “ტოტენჰემის” მცველის – კაილ უოკერის შეძენას ეცდება. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული კლუბი 23 წლის ინგლისელით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ლონდონის “არსენალთან” ბაკარი სანიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. სადღეისოდ, “მონაკოს” ფავორიტი უოკერია, რომელსაც “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

ცნობისათვის, ინგლისელმა მრჯვენაფლანგელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი გოლი და საგოლე გადაცემაა.

 

0.121955