ფეხბურთი

19:35 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” გუარინით ინტერესდება

როგორც “მსოფლიო სპორტმა” გუშინ გაცნობათ, “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერი, ხამეს როდრიგესი, მადრიდის “რეალში” გადავიდა. ახალგაზრდა კოლუმბიელის შემცვლელად, ფრანგული კლუბი მისივე თანამემამულის – ფრედი გუარინის კანდიდატურას განიხილავს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მონაკო” მზადაა, გუარინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო “ინტერის” ხელმძღვანელები ტრანსფერში 18 მილიონს ითხოვენ.

გუარინს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ინტერს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ შემოთავაზებას რომელიმე გრანდისგან მიიღებს.

ლევან გოგოტიშვილი

0.112018