ინგლისური The Independent-ის ცნობით, “მონაკო”, მადრიდის “ატლეტიკოს”, დიეგო კოსტას სანაცვლოდ, 48 მილიონ ევროს სთავაზობს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიგა ერთში მოთამაშე გუნდი ახალი თავდამსხმელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა გაესპანელებულ ბრაზილიელში დიდი ფული გადაიხადოს.
“ატლეტიკოს” გარდა, “მონაკო” დიდი ფულის შეთავაზებას თავად ფეხბურთელსაც უპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოელები მზად არიან კოსტასთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმონ და მის ხელფასში დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯონ.