ფეხბურთი

12:49 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” დი მარიასთვის იბრძოლებს

 

მადრიდის “რეალის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

25 წლის ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. გარდა იმისა, რომ დი მარია გარეთ ბეილის მხრიდან სერიოზულ კონკურენციას განიცდის, რომელიც გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდა, მას კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინიო პერესმა კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე უარი უთხრა.

El Confidencial-ის ცნობით, შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მონაკო” და გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფეხბურთელთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკების პროცესი. ვარაუდობენ, რომ შეთანხმება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაფორმდება, თუმცა მისი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩში დი მარიამ ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132896