ფეხბურთი

17:05 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” დი მარიას უმიზნებს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მონაკოს” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალის” გარემარბის – ანხელ დი მარიას შეძენას ეცდება. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. კლუბის ხელმძღვანელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში დი მარიას თამაშით განსაკუთრებით მოიხიბლნენ და მზად არიან, არგენტინელის სანაცვლოდ, მადრიდელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

რამდენადაც ცნობილია, “მონაკოს” გარდა, დი მარიას ხილვა ლონდონის “არსენალს”, “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურთ.

0.111598