ფეხბურთი

2:14 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ და პსჟ გათანაბრდნენ

ერთტურიანი შესვენების შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში კვლავ ორხელისუფლებიანობაა. „მონაკო“ და პსჟ ქულებით მას შემდეგ გათანაბრდნენ, რაც პირველმა მათგანმა „ლიონს“ სძლია, ხოლო პარიზელებმა „სენტ ეტიენთან“ ფრეს გაჭირვებით მიაღწიეს.

„სენტ ეტიენსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის გამართული შეხვედრის 51-ე წუთზე, მასპინძელი გუნდი 2:0 იგებდა. თუმცა, მალევე, „მწვანეები“ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. 68-ე წუთზე, კავანიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, ბლეზ მატუიდიმ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და დედაქალაქელებს ქულა მოუტანა. ისიც უნდა უთქვას, რომ გოლის დროს, მატუიდი კარში არ ურტყამდა. მან საჯარიმოში მყოფ კავანის უპასა და მიუხედავად იმისა, რომ ჩაწოდებულ ბურთს ვერავინ შესწვდა, გოლი მაინც გავიდა.

ლამაზი გოლებით იმარჯვა „მონაკომ“. „ლიონთან“ გამართული შეხვედრის 28-ე წუთზე, ობადიმ ძალიან ძლიერი და ზუსტი შორეული დარტყმით სტუმართა კიპერი უშანსოდ დატოვა. 8 წუთში, მეკარესთან პირისპირ გასულმა კავანიმ ლოპესს ბურთი თავზე გადაუგდო და „მონაკო“ წინ 2 ბურთით გაიყვანა. 62-ე წუთზე, ბაფეტიმბი გომისმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ზედიზედ მე-4 გასვლითი მატჩის წაგებისგან „ლიონი“ ამან მაინც ვერ იხსნა.

 

 

ბორდო-მონპელიე 2:0 (0:0)

ბორდო, “ჟაკ შაბან დელმა

ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო (შალმე 46), ენრიკე, სანე, ორბანი, როლანი (ჟუსიე 66), სერტიჩი, ტრაორე (მორის-ბელეი 46), ობრანიაკი, სევე, დიაბატე.

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, ჟებუ, ილტონი, კონგრი, ელ კაუტარი, სტამბული, სანსონი, კამარა, კაბელა, ბაკარი (მეზაგი 26), მონტანიო (საიჰი 78).

მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.

გოლები: 1:0 დიაბატე (76), 2:0 ობრანიაკი (90+1).

გაფრთხილებები: ტრაორე 10, როლანი 20, მარიანო 45+1.

გაძევება: ჟებუ 18.

მსაჯი: ტონი შაპრონი.

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 16 (7)-3 (1), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 21-8.

 

მონაკო-ლიონი 2:1 (2:0)

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-1-2-3): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, ობადი (კონდოგბია 90+4), მოუტინიო, როდრიგესი (ფაბინიო 90+1), ფალკაო, ფერეირა (ოკამპოსი 88).

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

ლიონი (4-1-3-2): ლოპესი, დაბო (ტოლისო 50), ბისევაცი, გონალონი, ბედიმო, ფოფანა, ფერი (პლეა 79), გრენიე, მალბრანკი, ბრიანი, გომისი (ბენზია 73).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0 ობადი (28), 2:0 ფალკაო (36), 2:1 გომისი (62).

გაფრთხილებები: ფერეირა 11 - გრენიე 77, გონალონი 82, მალბრანკი 90+2.

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (4)-8 (3), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 9-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 12-17.

 

სენტ ეტიენი-პსჟ 2:1 (1:0)

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი

სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, გულამი, ლემუანი, კლემენი, ამუმა, კონე (დიომანდი 62), მოლო (გრადელი 66), ბრანდაო (ტაბანუ 76).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი (მენეზი 62), მარკინიოსი, მაქსველი, ვერატი (რაბიო 75), მოტა, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (ლუკასი 62).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 1:0 კონე (18), 2:0 ამუმა (51), 2:1 კავანი (68), 2:2 მატუიდი (90+3).

გაფრთხილებები: ბრანდაო 6, ლემუანი 37, პერინი 72 - ალექსი 28, მაქსველი 43, მენეზი 69.

გაძევება: ლემუანი 58.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 9 (3)-20 (4), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-1, ჯარიმა: 11-12.

0.154005