კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” აღმოჩნდეს.
ცნობილია, რომ “წითელი ეშმაკები”, 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 65 მილიონ ევროს იხდიან და მასთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ. მაგრამ მონაკოელებს საკუთარი ლიდერის გაყიდვით მეტი ფულის შოვნა სურთ და The Guardian-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” გარდა, ფალკაოს 70 მილიონ ევროდ შეძენა “არსენალსაც” შესთავაზეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ფალკაომ ორი გოლი გაიტანა.