ფეხბურთი

16:32 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” “ანჟის” დიარაში 12 მილიონს უხდის

ფრანგულ ელიტაში დაბრუნებული “მონაკო” სატრანსფერო ბაზარზე აღარ ისვენებს. რუსი ბიზნესმენის, დმიტრი რიბოლოვლევის კლუბმა უკვე დახარჯა დაახლოებით 130 მილიონი ევრო. პორტუგალიური “პორტუდან” ჟოაუ მოუტინიუ და ხამეს როდრიგესი, ხოლო მადრიდის “ატლეტიკოდან” - კოლუმბიელი რადამელ ფალკაო გადაიბირა. ახლა მონაკოელებს მახაჭყალის “ანჟის” 28 წლის ფრანგი საყრდენისთვის, ლასანა დიარასთვის დაუდგამთ თვალი და დაღესტნელებს მასში 12 მილიონ ევროს სთავაზობენ. “ანჟის” ხელმძვანელობას დიარა სჭირდება და უფრო სარფიანი წინადადების შემთხვევაშიც არ გაყიდის. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ის იყოს, თუ დიარას ნოსტალგია მოეძალა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს “ანჟიმ” დიარა მადრიდის “რეალისგან” “მხოლოდ” 5 მილიონ ევროდ იყიდა.

თეგებიანჟიდიარა
0.150587