თამაშგარე

11:38 | 16.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

მონადირე ხუან ვერონი

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც კარიერის მიწურულს თავის სამშობლოს დაუბრუნდა და კლაუსურა-აპერტურაში არცთუ ურიგოდ ირჯება, ბოლო დროს თურმე ნადირობამ გაიტაცა და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, არგენტინის პამპასებში (ტყით დაფარული ვრცელი ველები არგენტინის მიწაზე, სადაც ჯერ ისევ მოსახლეობენ ინდიელები) მეგობარ მონადირეებთან ერთად მიმავალ თოფმომარჯვებულ ”ბრუხიტოს” არცთუ იშვიათად ნახავთ.
ვერონი, როგორც ჭეშმარიტ მონადირეს შეეფერება, ნადირობას სპორტული ინტერესით უყურებს და მისთვის, როგორც ნამდვილი მონადირისათვის - მოკლული ნანადირევის ხორცის შესასანსვლა მოერეხარისხოვცანი ამბავია. არგენტინაში ნადირობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მონადირეს მოკლული ცხოველისა თუ ფრინეველის საზღაურად, ქვეყნის ბიუჯეტში გვარიანი თანხის გადახდა უწევს. თუმცა, გარკვეული პრივილეგიევბი ნადირობის მხრივ სტეპებთან და ტყეებთან მცხოვრებ აბორიგენ ინდიელებს ენიჭებათ, რომლებსაც კონკრეტული დასახელებისა და რაოდენობის ცხოველი მოკვლა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.
ხუან ვერონს გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი დანაზოგის ნაწილი ხელოვნური ნაკრძალის შექმნაში ჩადოს და ამ გზით, ცხოველების მოშენება-გადარჩენასთან ერთად, საკუთარ თავსაც გაუკეთოს დიდი საჩუქარი. საკუთარ ნაკრძალში ნადირობას განსაკუთრებული ინტერესი და ხიბლი თუნდაც იმიტომ აქვს, რომ ასეთი მონადირე ცხოველებს ერთი ხელის მოსმით არასოდეს გაჟუჟავს და ბუნებასაც მუდამ მოუფრთხილდება.   
 

0.153576