ფეხბურთი

17:59 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოლინარო: “ბაიერნის” სუსტი წერტილი დაცვის ცენტრია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი კრისტიან მოლინარო, რომელიც ამჟამად “შტუგარტში” თამაშობს, აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბებერი სინიორას” მომდევნო მეტოქის, მიუნხენის “ბაიერნის” სუსტი წერტილი დაცვის ცენტრია.

“შესაძლოა, მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ანტონიო კონტეს რჩევებს უნდა აძლევდეს. ჩვენ ხომ, 9 მცდელობიდან, “ბაიერნს” მხოლოდ ერთხელ მოვუგეთ. თუმცა, ვთვლი, რომ მიუნხენელთა პრობლემა დაცვაა.

ფილიპ ლამი, რა თქმა უნდა, უმაღლესო დონის ფეხბურთელია, მაგრამ დაცვის ცენტრში “ბაიერნს” გარკვეული პრობლემები აქვს. დანტე საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მას მუდმივი მეწყვილე არ ჰყავს. მასთან ერთად, დაცვის ცენტრში, შესაძლოა, ითამაშოს ჰოგერ ბადშტრუბერმა, ჯერომ ბოატენგმა ან დანიელ ვან ბუიტენმა. ვფიქრობ, ჰაინკესი ამ უკანასკნელს აირჩევს.

ვფიქრობ, “იუვენტუსის” თამაშის სტილი “ბაიერნის” დაცვას არაერთ პრობლემას შეუქმნის. ეს განსაკუთრებით ეხება ვან ბუიტენს, რომელიც საკმაოდ ნელია. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც მირკო ვუჩინიჩი და სება ჯოვინკო არიან, შეუძლიათ მას გაუსწრონ.” – აცხადებს იტალიელი მცველი, რომელმაც, 2005-10 წლებში, “იუვენტუსის” მაისურით 81 თამაში ჩაატარა.

0.115475