სხვა

14:40 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გაემგზავრა, სადაც 14-26 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატი გახლავთ დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა ტურნირზე 8 სპორტსმენი იახლა: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 62 კგ.), ბექა ჭუბაბრია (ფოთი, 56 კგ.), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 60 კგ.), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69 კგ.), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75 კგ.), იაგო კიზირია (ფოთი, 81 ლგ.), ლევან გულედანი (თბილისი, 90 კგ.) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატისათვის საწვრთნელი შეკრებები ქობულეთში, თბილისსა და დუშეთში გაიარეს, რამდენიმე მოკრივემ კი მახაჭყალის და ბაქოს საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119786