თამაშგარე

17:10 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივე ქალბატონებს მოკლე ქვედაბოლოებით ასპარეზობის უფლება დართეს

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოკრივე ქალბატონებს, მოკლე ქვედაბოლოებში ასპარეზობის უფლება დართეს. ასეთი გადაწყვეტილება სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაცია AIBA-მ მიიღო.
ხსენებული კანონის პრაქტიკაში განხორციელება არც მოთხოვნაა და არც რეკომენდაცია. ახალ წესებში წერია, რომ ქალებს რინგზე გამოსვლა შორტებში ან ნებისმიერი სახის მოკლე კაბაში შეუძლიათ. ამასთან, კაბის სიგრძე შეზღუდული არაა.
გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთისა და რუმინეთის ნაკრებებიდან, რამდენიმე სპორტსმენმა, ქვედაბოლოებით იასპარეზა, თუმცა  AIBA-ს ეს სიახლე ოფიციალურად დღემდე არ დაუდასტურებია.
“ქალებისთვის რინგზე მოკლე ქვედაბოლოებში გამოსვლა არასოდეს გვითხოვია. ეროვნული ფედერაციებიდან და მოკრივეებიდან, ეკიპირებასთან დაკავშირებით მრავალი რეკომენდაცია მოგვდიოდა. ზოგ ქალბატონს შორტებში სურს ასპარეზობა, ზოგსაც კაბაში, ასეთი გადაწყვეტილებაც, სწორედ ამიტომ მივიღეთ” – აცხადებს AIBA-ს პრეზიდენტი უ ცინგო.
ქალთა კრივი ოლიმპიურ პროგრამაში წელს პირველად იქნება წარმოდგენილი. ლონდონში 3 წონით კატეგორიაში 36 ქალბატონი იასპარეზებს.

 

რუსუდან ჭუმბურიძე
 

0.121706