თამაშგარე

10:29 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივე ლამაზმანი

ქალებს შორის პროფესიულ კრივში გამარჯვებული ტიტულის არაერთგზის მფლობელი - არც მეტი, არც ნაკლები - ვენესუელელი მოდელი ოგლეიდის სუარესი გახდა! იგი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველობა არავის დაუთმო.

მშვენიერი ოგლეიდისის ანგარიშზე, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად მართავს ბრძოლებს, უკვე 21 ბრძოლაა და აქედან 18 ნიკაუტით აქვს მოგებული.

ამასთან ერთად, მის გულახდილ ფოტოებს არაერთი პოპულარული, გლამურული ჟურნალის გარეკანებზე შეხვდებით ხშირად, საკმაოდ თამამ და გამომწვევ ფორმაში. ამას ჰქვია: “ქალის ხელიდან ყველაფერი გამოდისო”...

0.116376