ფეხბურთი

16:02 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესს ტრანსფერებისთვის 200 მილიონს გამოუყოფენ

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის შემადგენლობის გაძლიერების მიზნით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას აპირებს.

Daily Mail-ის ცნობით, გლეიზერების ოჯახი უახლოესი 18 თვის განმავლობაში ყველა აუცილებელ ტრანსფერს დააფინანსებს.

ზაფხულში “იუნაიტედი” მზად იყო გარეტ ბეილის ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდის “რეალისთვის” 90 მილიონი გირვანქა გადაეხადა და ასევე, ცდილობდა კრიშტიანუ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაებრუნებინა. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდა დევიდ მოიესის გადაწყვეტილება, რომელმაც ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა - “ევერტონისგან” 27,5 მილიონად მარუან ფელაინი შეიძინა.

ახლა მოიესის გეგმებში ორი ცენტრალური ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ცენტრალური და მარცხვენა მცველის შეძენა შედის. მათი უმრავლესობა, ისევე, როგორც “მანჩესტერის” მთავარი სამიზნე მარკ როისი “დორტმუნდიდან”, 30 მილიონზე მეტი ეღირება.

0.114494