ფეხბურთი

12:49 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესს მოდრიჩი მოუნდა

ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ იუნაიტედი” და მისი ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობენ.

Guardian-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” შოტლანდიელი თავკაცი ამჯერად ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის შეძენას ეცდება.

ცნობილია, რომ 50 წლის მოიესი 27 წლის ხორვატის დიდი ხნის თაყვანისმცემელია. მოდრიჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასულ ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემიდან” 33 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და პრიმერა დივიზიონის 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მანჩესტერელები “სამეფო კლუბს” 25 მილიონს სთავაზობენ და ამით აპირებენ ესპანელებთან მოლაპარაკების დაწყებას, მერე კი, საჭიროების შემთხვევაში თამასასაც აწევენ. “იუნაიტედისთვის” მოდრიჩის შეძენა მას შემდეგ გახდა პრიორიტეტული, რაც კატალონიურ “ბარსელონასთან” სესკ ფანრეგასის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.


0.107628