“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილი დევიდ მოიესის სამსახურით გერმანული “ლევერკუზენია” დაინტერესებული. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.
ამჟამად, “ფარმაცევტებს” საშა ლევანდოვსკი წვრთნის, მაგრამ დიდი ალბათობით, კლუბის ხელმძღვანელობა მას ზაფხულში გაათავისუფლებს. “ლევერკუზენის” გაწვრთნის მთავარი კანდიდატი სწორედ მოიესია.
ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ლევერკუზენელებს 54 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან.