ფეხბურთი

15:46 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა, შესაძლოა, “ნიუკასლი” ჩაიბაროს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, “ნიუკასლი” ჩაიბაროს.

The Telegraph-ის ცნობით, შოტლანდიელ სპეციალისტს “კაჭკაჭების” ამჟამინდელი თავკაცის, ალან პარდიუს შემცვლელად განიხილავენ.

ის, რომ პარდიუ “ნიუკასლს” დატოვებს საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც კლუბის მფლობელ მაიკ ეშლის შეხვდა. გუნდი ამჟამად პრემიერლიგაში მე-9-ე პოზიციაზეა და მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი ეს უნდა იყოს.

“ნიუკასლის” ახალი თავკაცის პოსტზე “ჰალ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებლის - სტივ ბრიუსის კანდიდატურაც განიხილება.

0.115956