“მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა გუნდიდან მისი დათხოვნის შემდეგ განაცხადა, რომ "მანჩესტერის" მწვრთნელობით იგი ყოველთვის იამაყებს. შოტლანდიელი მწვრთნელის ოფიციალურ განცხადებას League Managers Association აქვეყნებს.
"მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის მწვრთნელად დანიშვნით ყოველთვის ვიამაყებ. მე მივიღე გამოწვევა, რათა დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად და წარმატებულად შემესრულებინა ჩემი მოვალეობა, ამ გამოწვევას დაუფიქრებლად დავთანხმდი. "იუნაიტედის” მწვრთნელობა უსაზღვროდ დიდ სამუშაოს მოიცავს, მაგრამ არც მე და არც ჩემ სამწვრთნელო შტაბს უარი არ გვითქვამს ამ მძიმე სამსახურზე, მინდა მათ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის."
"ჩვენ მთლიანად ფოკუსირებული ვიყავით გუნდის გაახალგაზრდავებისკენ, რათა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გვეთამაშა. რატომღაც, ჩვენმა მუშაობამ შედეგი არ გამოიღო და როგორც კლუბი ისე გულშემატკივრები გაწბილებულნი დავრჩით."
"ოლდ ტრეფორდზე" ჩემი მცირე ყოფნის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რათა პირველივე დღიდან გულთბილად და ოჯახის წევრად მიმიღო. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს თითოეულ მატჩში მხარდაჭერისთვის დიდი მადლობას მოვახსენებ და კლუბს საუკეთესოს ვუსურვებ."
დევიდ მოიესს განცხადებაში სერ ალექს ფერგიუსონი არ გამორჩენია. შოტლანდიელმა სპეციალისტმა თანამემამულეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მეამაყება, რომ შევძელი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაყვანა და მადლობელი ვრჩები სერ ალექს ფერგიუსონის, რომელსაც სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და მომცა შანსი გამეწვრთნა “მანჩესტერ იუნაიტედი".
გიორგი ბალახაძე