"მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა პირველივე სეზონში მისგან უმაღლეს შედეგებს არ მოითხოვს. “გლეიზერებს ორჯერ შევხვდი. ერთხელ ნიუ-იორკში, მეორედ - ინგლისში. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. ისინი არ ჰგვანან ხალხს, რომლებიც ჩემს საქმიანობაში ჩაერევიან. მაგრძნობინეს, რომ მუშაობას მაცდიან და პირველივე სეზონში უმაღლეს შედეგებს არ მომთხოვენ.”
ახლა “მანჩესტერი” აზიურ ტურნეში აპირებს გამგზავრებას. პირველ ოფიციალურ მატჩს კი მოიესის თავკაცობით “ეშმაკუნები” 11 აგვისტოს გამართავენ ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield).