ფეხბურთი

12:48 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “წაგებაც სამუშაო პროცესის ნაწილია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში “სანდერლენდთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზურს “სანდერლენდი” იმსახურებდა.

“იმედგაცრუებული ვარ. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფინალში გასვლა არ დაიმსახურა. “სანდერლენდმა” გვაჯობა. ადრე იყო თამაშები, რომლებსაც კარგად ვატარებდით, მაგრამ ვაგებდით. ამჯერად კი ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ, მაგრამ ესეც სამუშაო პროცესის ნაწილია” – განაცხადა მოიესმა.

0.104501