“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი დამრიგებელი დევიდ მოიესი სამწვრთნელო საქმიანობის გასაგრძელებლად მზადაა. ამის შესახებ შოტლანდიელმა ბრიტანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“მანჩესტერიდან” აბარგების დღესვე, ერთბაშად რამდენიმე შემოთავაზება მივიღე, რომელთაგან 1-2 ნამდვილად მომეწონა. სადღეისოდ, არაფერს გამოვრიცხავ. შესაძლოა, ინგლისში დავრჩე, ან საზღვარგარეთაც წავიდე. არის კიდევ ერთი ვარიანტი – შემიძლია, შვებულება გავიხანგრძლივო და უბრალოდ, ფეხბურთის ყურებით დავტკბე”, - განაცხადა მოიესმა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” მოიესი ერთი თვის წინათ დაითხოვა.