“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, გუნდის თავდამსხმელს, უეინ რუნის, “ევერტონთან” გასამართ მატჩში დასვენების საშუალებას მისცემს. ამ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ბოლო დროს, რუნის ფეხის თითის ტრავმა აწუხებს. ამის გამო, მისი “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ინგლისელი შემტევი მოედანზე მაინც ვიხილეთ. ბრიტანული პრესის ცნობით, მოიესი ფეხბურთელს ტრავმის მოშუშების საშუალებას მისცემს და “ევერტონთან” დაპირისპირებაში არ ათამაშებს.