"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ვესტ ბრომვიჩთან" წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება.
"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კლუბს 5 ან 6 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს. "ბაიერნს", "რეალს" და "ბარსელონას" ტურნირის მოგება შეუძლიათ, რადგან მათ შემადგენლობაში საკმარისზე მეტი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. უმთავრესი ტურნირის მოსაგებად ძლიერი ფეხბურთელები არ გვყავს", - ამბობს მოიესი.
შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი "ლევერკუზენს" 4:2 მოუგო. მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას დონეცკში "შახტარის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ევროთასების ისტორიაში პირველად შედგება.
გიორგი ბალახაძე