ფეხბურთი

10:07 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “ფაბიოს ვყიდით, ზაა – იჯარით წავა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მცველი ფაბიო და სილვა და ნახევარმცველი ვილფრიდ ზაა “კარდიფში” იასპარეზებენ. მისი თქმით, ბრაზილიელი მცველი უელსურ კლუბში უკვე გაყიდულია, ზაა კი, “ოლდ ტრაფორდს” ოჯარის წესით დატოვებს.

“ფაბიომ ჩვენს გუნდს დიდი დახმარება გაუწია და წარმატებებს ვუსურვებთ. მისი ძმა – რაფაელი დაკისრებულ მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს. სამწუხაროდ, ფაბიოს საკმარის სათამაშო დროს ვერ ვპირდებით და უმჯობესია, კლუბი შეიცვალოს.

რაც შეეხება ზაას, გარემოებებიდან გამომდინარე, ის ჯერ კონკურენციისთვის მზად არაა. უილფრიდმა “კარდიფი” აირჩია და იმედია, ზაფხულში ბევრად უკეთეს ფეხბურთელად დაგვიბრუნდება”, - განუცხადა მოიესმა “მანჩესტერის” სატელევიზიო არხს. 

 

0.130949