ფეხბურთი

10:30 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “არ გაგვიმართლა”

გუშინ ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშების მესამე რაუნდში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “სუონსისთან” წააგო (1:2) და ტურნირს გამოეთიშა. ეს წლეულს მანჩესტერელთა მეხუთე საშინაო მარცხია. “სუონსიმ” კი “ოლდ ტრეფორდზე” 82 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა. მასპინძელთა დამრიგებელმა დევიდ მოიესმა წაგება უიღბლობას დააბრალა და ახალი ფეხბურთელების შეძენის აუცილებლობაც ახსენა: “ბევრი მომენტი გვქონდა, ბურთსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. თუმცა ეს გამოსავალი არ არის. ახალ გუნდს ვაშენებთ და ერთგვარი ჩავარდნები მოსალოდნელიცაა. უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი მოთამაშის შეძენას ვფიქრობთ. გარკვეული პოზიციები აშკარად გასაძლიერებელია.” – უთხრა მოიესმა BBC-ის.

 

0.113075