ბელარუსის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ მოგილიოვის “დნეპრში” ორი ქართველი ფეხბურთელი ისინჯება.
ინტერნეტპორტალ football.by-ს ინფორმაციით, “დნეპრში” დამკვიდრებას მცველი ნიკა მნათობიშვილი და თავდამსხმელი ოთარ არველაძე ცდილობენ. ორივე 1992 წელსაა დაბადებული.
მნათობიშვილი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე ზესტაფონის “მარგვეთში” გამოდიოდა, ხოლო არველაძე პირველი ლიგის თბილისის “სასკოს” ღირსებას იცავდა.
მათ გარდა, მოგილიოველებში თავდამსხელი გიორგი ზარდიაშვილი ისინჯებოდა, რომელმაც ბელარუსთა რიგები უკვე დატოვა. ის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის “საქართველოს უნივერსიტეტსი” გამოდიოდა.