თამაშგარე

11:02 | 9.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოღიღინე მაიკ ტაისონი

ნებისმიერ სპორტსმენზე შეიძლება გვეფიქრა, რომ ამღერდებოდა, მაგრამ ამას ყველაზე ნაკლებად ალბათ მაინც ამერიკელ მოკრივე, მაიკ ტაისონისგან ველოდით. აბა რას ვიფიქრებდით, რომ “რკინის მაიკისთანა“ უხეში და ნაკლებრომანტიული კაცი სცენაზე თუ დადგებოდა და ხელში მიკროფონს თუ  აიღებდა... მაგრამ ეს მოხდა!
ამერიკელი მოკრივე ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პოპულარულ ბრაზილიურ გასართობ შოუში იყო მიწვეული, სადაც შოუს წამყვანებმა მას ლამაზი გოგონების აკომპანიმენტის თანხლებით სიმღერა სთხოვეს. მაიკმაც შოუს წამყვან ყმაწვილკაცსა და მშვენიერ ბრაზილიელ ასულებს ხათრი ვეღარ გაუტეხა და ლირიკული სიმღერა სახელწოდებით:  The Girl from Ipanema  ჩაიღიღინა.
გთავაზობთ მაიკლ ტაისონის სიმღერის ამსახველ ვიდეოს და თავად განსაჯეთ, ათასმუშტგამოვლილ შავტუხა მაიკს გამოსდის თუ არა სიმღერა. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ უხასიათობით განთქმულმა ლეგენდარულმა მოკრივემ სიმღერა გარისკა, თავისთავად მისასალმებელი და დასაფასებელია...

 http://www.youtube.com/watch?v=TSXO6XG5irU

 

0.146149