ჭიდაობა

13:22 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოძმანაშვილი ნახევარფინალშია

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა დავით მოძმანაშვილმა ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე იაკობ მაქარაშვილმა კი ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.

მოძმანაშვილმა ევროპირველობა მოლდოველი ანდრეი რომანოვის ძლევით (8:0) გახსნა. მეოთხედფინალში ევროპის და მსოფლიოს აზერბაიჯანელ პრიზიორს ჯამალადინ მაგომედოვს აჯობა (5:2). ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუგაევს დაუპირისპირდება.

მაქარაშვილს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ანიუარ გედუევმა ჩაუკეტა და ისღა დარჩენია, რუსეთის ნაკრების წევრის ფინალში გასვლას დაელოდოს, თავად რეპეშაჟში რომ გადაერთოს.

0.126894