მადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “გალათასარაისთან” მოგებულ მატჩში ტრავმის მიუხედავად, კვირას, “ხეტაფეს” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება..
AS-ის ინფორმაციით, “გალათასარაისთან” მოდრიჩს მეტოქემ ფეხები დაუზიანა და 71-ე წუთზე ის შესაცვლელი გახდა. თუმცა, შუა კვირაში მან ერთი სრული დღე აღდგენით პროცედურებს დაუთმო, ხოლო ხუთშაბათს ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.