ფეხბურთი

18:03 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: “არ ვიცი, რა მოხდა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს ვერ აუხსნია, რატომ ითამაშა მისმა გუნდმა ასე ცუდად “დორტმუნდთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში.

“არ ვიცი, რა მოხდა. სავსებით შესაძლებელია, რომ 3:0 მოგების შემდეგ, მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებულები გავედით და ვიფიქრეთ, რომ საქმეს ბოლომდე იოლად მივიყვანდით.

ამ თამაშისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ. ყოველთვის ვამბობთ, რომ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ იმით, რომ ნახევარფინალში გავედით, მაგრამ თამაშით უკმაყოფილონი ვართ. განსაკუთრებით პირველი ტაიმით. საკუთარ თავს იგივეს განმეორების უფლება არ უნდა მივცეთ.” – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდისა” და “რეალის” დაპირისპირება, პირველ ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, გერმანელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის (3:0) გამო, მომდევნო ეტაპზე მაინც ესპანელები გავიდნენ.

0.12029