ფეხბურთი

11:27 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოჯი: “რონალდუ” “იუვენტუსში” გადმოდიოდა”

 

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩიანი მოჯიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 წლის წინათ, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ “ბებერ სინიორაში” გადასვლასთან ძალზე ახლოს იყო.

“ლისაბონის “სპორტინგთან” შეთანხმებულნი ვიყავით იმაზე, რომ მარსელო სალასს კრიშტიანუ რონალდუში გავუცვლიდით. სალასი პორტუგალიაში გაფრინდა კიდეც, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება გადაიფიქრა და “რივერ პლეიტში” გადასვლა არჩია. ამ დროს გამოჩნდა “მანჩესტერი”, რომელმაც რონალდუში ჩვენზე მეტი გადაიხადა. იძულებულნი გავხდით, ტრანსფერზე უარი გვეთქვა”, - განუცხადა მოჯიმ იტალიელ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, იმ პერიოდში, რონალდუ 18 წლის გახლდათ.

0.119275