საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხშაბათს ბელარუსში გაემგზავრება და ორი კვირით სტაიკის ცნობილ ოლიმპიურ ბაზაზე დაბანაკდება. ბეგი დარჩია თან ორ შემადგენლობას იახლებს. ცხადია, მათ შორის ოლიმპიადის ექვსივე ლიცენზიანტს.
ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ კი, “კლასიკოსებს” ოლიმპიადის მოსამზადებელი ციკლის დასკვნითი შეკრებაღა დარჩებათ, რომელსაც 22 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბორჯომში გაივლიან.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ბორჯომული შეკრებითვე დაასრულებენ სალონდონო სამზადისს. დასკვნითი შეკრების დაწყებას ზაზა თურმანიძის გუნდიც 22 ივლისიდან გეგმავს. იქამდე კი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ივარჯიშებენ. შეგახსენებთ, თავისუფლები მომავალ ოლიმპიადაზე სრული – 7-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრებიან.
ოთარ მაღლაკელიძე