დღეს, ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს XXVII უნივერსიადაში მოჭიდავეები ჩაერთვნენ და საქმეში 4 ქართველი სპორტსმენიც ვიხილეთ, თუმცა, მედალი კვლავ ვერცერთმა მოიპოვა.
კვარცხლბეკთან ყველაზე ახლოს ოთარ გოგავა გახლდათ, რომელმაც 55 კგ. წონით კატეგორიაში სომეხ ბარსეგიანს და თურქ დაილაკს სძლია, ნახევარფინალში კი რუს ისრაპილოვთან დამარცხდა. სამწუხაროდ, გოგავამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც წარუმატებლად ჩაატარა და იაპონელ მორიშიტასთან წააგო.
66 კგ-ში აკაკი მოწონელიძე უზბეკ ნავრუზოვს ვერ გაუმკლავდა, 84-ში რევაზ ივანიშვილი უნგრელ ვერებთან დამარცხდა, ხოლო გიორგი მეშვილდიშვილი (120 კგ.) პოლონელ ბარანთან გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ფორჩუნთან დაიჩაგრა.
დღესვე ძიუდოისტთა შორის გუნდური შეჯიბრი შედგა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღო. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ რაუნდში