ჭიდაობა

19:30 | 24.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები რიგგარეშე ყრილობაზე ალაპარაკდნენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში წლის ბოლოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდება. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ გავრცელებულა, მაგრამ საჭიდაო წრეებში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ფედერაციის პრეზიდენტი, კახა გეწაძე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენას არ აპირებს.
ჯერ არავინ არაფერს ამბობს ფედერაციის პრეზიდენტობის თუნდაც ერთი მსურველის შესახებ. თუ ინფორმაცია დადასტურდა და გეწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება მართლაც გააკეთა, მაშინ კანდიდატებს განაცხადის წარმოსადგენად, სავარაუდოდ, ერთი თვე მიეცემათ და მსურველიც აუცილებლად გამოჩნდება.
წესდების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარდეს. შეგახსენებთ, წლის ბოლომდე საქართველოში სპორტის თხუთმეტამდე სახეობაში გაიმართება გეგმიური საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. შესაძლოა, უახლოეს მომავალში, რამდენიმე რიგგარეშე ყრილობაც დაიგეგმოს.


 

0.120501