ჭიდაობა

15:20 | 3.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები არჩევნების თარიღს მალე დააზუსტებენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ აუწყა.
“სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელზეც რიგგარეშე ყრილობის თარიღი დაზუსტდება. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ფედერაციის ახლანდელ პრეზიდენტ კახა გეწაძეს უფლებამოსილების ვადა გაისად ეწურება, მაგრამ მან გადაწყვიტა, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს”, – განაცხადა ჯორბენაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, მოჭიდავეები ახალ ხელმძღვანელს დეკემბრის შუა რიცხვებამდე აირჩევენ. ჭიდაობის ფედერაციის სათავეში ჩადგომის სურვილი ოფიციალურად ჯერ არავის გამოუთქვამს.


ოთარ მაღლაკელიძე
ეკა ელოშვილის ფოტო
 

0.109405