ჭადრაკი

21:32 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეებიც უმედლოდ დარჩნენ

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ზაფხულის XXVII უნივერსიადაზე საჭადრაკო ტურნირიც დასრულდა და ქართველები ამ შემთხვევაშიც უმედლოდ დარჩნენ.

ჩინელთა ტრიუმფით წარიმართა ქალთა ტურნირი. საპრიზო სამეული ქსუე ჟაომ (2553, 7.5 ქულა), ვენჯუნ ჟუმ (2531, 7.0) და ჟონგი ტანმა (2478, 7.0) დააკომპლექტეს. სოფიკო გურამიშვილმა (2421) და მერი არაბიძემ (2320) 6-6 ქულა დააგროვეს და მეცხრე-მეათე ადგილები გაინაწილეს, ხოლო სალომე სირაძემ (2069) 4.5 ქულით, 71 მონაწილეს შორის 38-ე პოზიცია დაიკავა.

კიდევ უფრო დაძაბულად წარიმართა ვაჟთა ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ფილიპინელი უესლი სო (2708) გახდა, რომელმაც კიდევ 8 მოჭადრაკის დარად 6.5 ქულა მოაგროვა და მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, სომეხმა ზავენ ანდრიასიანმა (2620) და ჩინელმა ჩაო ლიმ (2686) მოიპოვეს.

ქართველმა მოჭადრაკეებმა გიორგი მარგველაშვილმა (2548) და გაიოზ ნიგალიძემ (2497) ერთნაირი შედეგი აჩვენეს. მათ 5.5-5.5 ქულა დააგროვეს და მეცხრამეტე-მეოცე ადგილები ერგოთ.

0.11511