ჭადრაკი

17:51 | 1.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ქალთა ევროპის პირველობაზე 11 ქართველი ითამაშებს

პირველი მარტიდან იწყება მოჭადრაკე ქალთა ევროპის მე-13 ჩემპიონატი ინდივიდუალურ, ანუ კლასიკურ ჭადრაკში, რომელსაც თურქეთის ქალაქი გაზიანთები უმასპინძლებს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება, კლასიკურ ჭადრაკში პირველობის დასრულების შემდეგ, სპორტსმენები კონტინენტის პირველობას რაპიდში, ანუ სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში გაითამაშებენ.
მოჭადრაკე ქალთა ევროპის პირველობაზე საქართველოდან 11 სპორტსმენი იასპარეზებს. ესენი არიან: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, სალომე მელია, მირანდა მიქაძე, ნინო ბაციაშვილი, სოფო გვეტაძე, სოფო გურამიშვილი, ნაზი პაიკიძე და მერი არაბიძე.
ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველი მოჭადრაკეებიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს (ძაგნიძე, ჯავახიშვილი, ხოტენაშვილი, ხურციძე) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ მელიას, მიქაძესა და ბაციაშვილს ბათუმის მერია, ხოლო არაბიძეს ქუთაისის მერია დააფინანსებს. რაც შეეხება გურამიშვილსა და გვეტაძეს, ისინი გაზიანთების ევროპის პირველობაზე საკუთარი თანხებით გაემგზავრებიან.

როლანდ ლაბუჩიძე

0.118368