ბოლნისის "სიონი" ჩარტერული რეისით გაემგზავრა ალბანეთში, სადაც დღეს 21:00 საათზე (თბილისის დროით) ქალაქ ვლიორის "ფლამურტარის" შეხვდება. ეს ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის II მატჩია, პირველ შეხვედრაში კი, როგორც იცით, ლადო ბურდულის გუნდმა 2:3 წააგო. წააგო "მიხეილ მესხზე", მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ.
ასე რომ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჰანდიკაპით მოგებაა აუცილებელი, რაც ძალიან რთული იქნება, თუმცა არა – შეუძლებელი. "სიონი" ალბანეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
მირზა მერლანი, გურამ გიორხელიძე, დავით იმედაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ადამია, დაჩი ფოფხაძე, თორნიკე აფციაური, ილია კანდელაკი, ალეკო გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, ვილი ისიანი, ზაზა მამასახლისი, დავით სვანიძე, სოსო ჭიკაიძე, გიორგი განუგრავა, ჯაბა უგულავა.
"სიონს" არ ეყოლება გიორგი კახელიშვილი, რომელიც რუსეთის I დივიზიონის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს კარიერას. სამაგიეროდ, ალეკო გოგობერიშვილი ითამაშებს: მან პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
"ფლამურტარის" სტადიონი 9500 მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, ამ წყვილში გასული II ეტაპზე რუმინეთის "პეტროლულს" შეხვდება.