არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თილისმა, უმშვენიერესი არგენტინელი მოდელი ბელენ როდრიგესი აგერ უკვე მერამდენე წელია, თავისი სილამაზით ატკბობს ფეხბურთისა და არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებს. ბელენი მოდელიცაა და ბუენოს აირესის ერთ-ერთი თეატრის მსახიობიც.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბელენ როდრიგესმა უილიამ შექსპირის უკვდავი პიესის, “რომეო და ჯულიეტას” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში უნდა ითამაშოს. სპექტაკლი ეროტიკული ხასიათის იქნება და ჯულიეტას როლს, მშვენიერი ბელენი შეასრულებს.
აქამდე ალბათ ყველამ იცოდით, რომ “რომეო და ჯულიეტაში” ქალწული ჯულიეტა პატარა, შეყვარებული გოგონა იყო და არა ბელენისთანა მკერდგანიერი და სექსუალური ქალი. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში როლის ესთეტურ სახეზე მეტად, ბელენ როდრიგესის ძუძუებია მნიშვნელოვანი.