საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დასახული მიზანი შეასრულა. ქართველმა გოგონებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ყველა თამაში მოიგეს და საგაისოდ I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტეს და ბოსნია-ჰერცეგოვინას 3:0 სძლია, სამხრეთ აფრიკა კი 2:1 დაამარცხა.
გადამწყვეტ – ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელები ფინეთს დაუპირისპირდნენ და 2:1 იმარჯვეს. მართალია, საწყის შეხვედრაში ოქსანა კალაშნიკოვა (308-ე რეიტინგში) მოულოდნელად ემა ლაინესთან (967-ე) დამარცხდა, თუმცა, სოფო შაფათავამ (მე-200) პიია სუომალაინენის (833-ე) ძლევით (6:2, 6:2) წონასწორობა აღადგინა, წყვილებში კი კალაშნიკოვამ და შაფათავამ ლაინეს და სუომალაინენს 6:4, 6:2 მოუგეს.
ქართველთა წარმატებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს გუნდის ლიდერის სოფო შაფათავას წვლილი, რომელმაც ოთხ დღეში ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 8 (!) მატჩი ჩაატარა და მათში მხოლოდ 1 სეტი დათმო. მოკლედ, სოფომ ქვეყნის პირველი ჩოგნის სტატუსი ღირსეულად ატარა.
საქართველოსთან ერთად, I ჯგუფში ასპარეზობის უფლება ლიხტენშტეინმაც მოიპოვა, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:0 (წყვილთა მატჩი აღარ ჩატარებულა) სძლია.
ცნობისთვის, საქართველომ და ლიხტენშტეინმა ზედა დონეზე ლუქსემბურგი და