საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე "ბათუმი-რსუს" მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე გამოჯანმრთელების შემდეგ მუშაობას შეუდგა.
ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" თავად კობეშავიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ კობეშავიძემ მუცლის ღრუს რთული ოპერაცია გადაიტანა.
მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-4 ტურის შემდეგ "ბათუმი-რსუს" 18 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურში "ბათუმი-რსუ" სტუმრად "სოხუმს" ეთამაშება.