რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილმა, ფორვარდმა მიხეილ ჭოჭუამ (10.04.87.193სმ.90კგ), გუნდი გამოიცვალა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის ,,დინამოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, ,,მსოფლიო სპორტს” თავად ჭოჭუამ განუცხადა.
შეაგახსენებთ, ჭოჭუამ 2012-13 წლების სეზონი ,,რუსთავში” გაატარა. აღნიშნული გუნდის გარდა, სტუდენტურ კლუბ თსუ-ში თამაშობდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრი. მოგებული აქვს საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული.