კალათბურთი

19:57 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ჩიტაშვილი “ოლიმპში” ჩაირიცხა

გამთამაშებელი მიხეილ ჩიტაშვილი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპში” ჩაირიცხა. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ ჩიტაშვილს, საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული აქვს მოგებული. 2013-14 წლების სეზონისთვის, მიხეილი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიაში” ემზადებოდა, საიდანაც გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დრაგან პეტრიჩევიჩმა (სერბეთი), გაურკვეველი მიზეზების გამო დაითხოვა და აქამდე უგუნდოდ იყო დარჩენილი.

0.131915