კალათბურთი

19:52 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილი კარიერას “არმიაში” გააგრძელებს

სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპის” აწ უკვე ყოფილი წევრი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი (12. 04. 87, 203 სმ, 95 კგ) კარიერას ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიაში” გააგრძელებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში, ბერიშვილმა “ოლიმპთან” ერთად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, სუპერთასისა და ზურაბ საკანდელიძე–მიხეილ ქორქიას მემორიალი მოიგო. “ოლიმპის” გარდა, “ვითაში”, თსუ-სა და “სოხუმში”აქვს ნათამაშები. გამოდიოდა ესპანეთის მე-2 და მე-3 ლიგის გუნდებში, იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

0.119188