საქართველოში ცნობილი საერთაშორისო დიდოსტატი მიხაილ გურევიჩი იმყოფება, რომელიც საქართველოს ქალ (ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი) და ვაჟ (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გაიოზ ნიგალიძე, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია) მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს ავარჯიშებს.
ქალთა ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ხოლო ვაჟთა ნაკრებს, სხვადასხვა მიზეზით, ნაკრების პირველი ნომერი ბაადურ ჯობავა და ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მჭედლიშვილი აკლია.
გურევიჩი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოწვევით იმყოფება აქ.
ეროვნებით ებრაელი მიხაილ გურევიჩი 1956 წელს, ქალაქ ხარკოვში დაიბადა. 1985 წელს გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ამავე ქვეყნის სახელით, 1989 წელს გუნდურში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საბჭოთა კავშირის გარდა, საერთაშორისო ტურნირებში ბეგლიის სახელით თამაშობდა. ამჯერად კი, თურქეთის სახელით ასპარეზობს.