ფეხბურთი

13:13 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილ ფომენკო: “3:0 გამარჯვება უკეთესი იქნებოდა”

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ პლეი ოფის პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ 3:0 გამარჯვება უკეთესი იქნებოდა.

“თანახმა ვარ, რომ 2:0 თითქოს კარგი ანგარიშია, მაგრამ საბოლოო შეფასებას საპასუხო მატჩის შემდეგ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, 3:0 გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ გოლის გასატანად მომენტები კიდევ გვქონდა. დაცვის ხაზზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ ისეთი ტაქტიკა ავირჩიეთ, რომელმაც რიბერის ნეიტრალიზების საშუალება მოგვცა.

ამ თამაშისთვის გუნდის განსაკუთრებულად განწყობა არ დაგვჭირდა. უბრალოდ, ბიჭებს უნდა გაეგოთ, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ასეთ მატჩებს მარტივად ვერ მოიგებ. მთავარი ფსიქოლოგიაა. მატჩში იყო პერიოდი, როდესაც ჩემი ყველა მითითება მოედანზე არ სრულდებოდა. ამიტომ, კორექტივები შევიტანეთ, რათა უფრო კომპაქტურად გვეთამაშა და ამის მერე, მეტ-ნაკლებად თამაში გამოგვდიოდა. პირველი გოლი რომ გავიტანეთ, გარდამტეხი მომენტი დადგა” – იუწყება ფომენკოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

საფრანგეთი-უკრაინის საპასუხო დაპირისპირება 19 ნოემნერს პარიზში გაიმართება.

 

0.154248