თამაშგარე

12:16 | 5.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

მიხაელ ბალაკის ცოლი ქმრის გვარზე გადავიდა

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, მიხაელ ბალაკის ცოლმა სიმონე ლამბემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქმრის გვარზე – ბალაკზე გადასულიყო. როდესაც ევროპაში ქორწინება ხდება, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ავტომატურად გადადის ქმრის გვარზე. თუმცა, სიმონე ამ მხრივ გამონაკლისი იყო.
უნდა ითქვას, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ისლანდიაში) თუკი ცოლს ქმრის გვარზე გადასვლა არ სურს, ამისათვის წინასწარ წერს განცხადებას და მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომ მისი სურვილი გაითვალისწინონ. ქმრის გვარზე გადაუსვლელობა გერმანიაშიც არ ითვლება კარგ ჟესტად.
როგორც სიმონე ლამბე (ახლა უკვე სიმონე ბალაკი) განმარტავს, მას ქმრის გვარზე გადასვლა მხოლოდდამხოლოდ იმიტომ არ სურდა, რომ ამის შემდეგ, ყველა საბუთი გამოსაცვლელი ექნებოდა, რაც ზედმეტ წვალებას და ჯახირს მოითხოვს. თუმცა, საბოლოოდ მაინც გაითვალისწინა ქმრის სურვილი და ბალაკთა საგვარეულოს ერთი ადამიანი დაემატა.
 

0.716386