თამაშგარე

10:58 | 5.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენურ ფინალზე, შესაძლოა, 20 ახალი ”მერსედესი” გათამაშდეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალზე, რომელიც მიუნხენში, “ბაიერნის“ მშობლიურ “ალიანც არენაზე” გაიმართება, დამსწრე ადგილობრივ თუ ფინალის მონაწილე გუნდების ქომაგებს გერმანულმა საავტომობილო ფირმა ”მერსედესმა”, შესაძლოა, დიდი საჩუქარი გაუკეთოს.

”მერსედესის” ხელმძღვანელები უეფასთან და ფინალის ორგანიზატორებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩის სპონსორობასთან დაკავშირებით. თუკი ეს შეთანხმება შედგა, გერმანულ საავტომობილო გიგანტს სურს, რომ ფინალური მატჩის დროს არც მეტი, არც ნაკლები, ”მერსედესის” უახლესი მოდელები გაათამაშოს.
”მერსედესის” ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათ სურთ, 20 ცალი ახალი, ანუ 2012 წელს წარმოებული ”მერსედესი” სტადიონზევე, ბილეთის ნომრების მიხედვით გაათამაშონ და ბედნიერ გამარჯვებულებს მანქანები ყველას თვალწინ გადასცენ. თითო ახალი ”მერსედესის” სავარაუდო ღორებულება 40 ათასი ევროა და არცთუ ძნელი წარმოსადგენია იმ 20 ადამიანის სახე, რომლებსაც არნახულად გაუმართლებთ და ახალი ”მერსედესის” მფლობელები გახდებიან.
 
0.151189